დანიის პარლამენტმა ლტოლვილებისა და მიგრანტების შესახებ სადავო კანონი მიიღო
დანიის პარლამენტმა ლტოლვილებისა და მიგრანტების შესახებ სადავო კანონი მიიღო

დანიის პარლამენტმა ლტოლვილებისა და მიგრანტების შესახებ სადავო კანონი მიიღო.

კოპენჰაგენში სურთ, რომ ლტოლვილები და მიგრანტები, რომლებიც დანიაში თავშესაფარს ითხოვენ, მათი განაცხადების განხილვის პერიოდში მესამე ქვეყნებში გადაიყვანონ.

ახალ კანონს მხარი 70-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 24 პარლამენტარი.

პროექტის მიხედვით, დანიაში თავშესაფრის მაძიებლებს დროებით გადაიყვანენ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში არსებულ დაწესებულებებში, სადაც მიგრანტები მათი განაცხადის განხილვამდე დარჩებიან. განაცხადის განხილვის შემდეგ მიგრანტს დანიაში თავშესაფარზე უარს თუ ეტყვიან, მას მესამე ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწევს.

როგორც იუწყებიან, დანიის ხელისუფლება უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან, რათა მიგრანტების მისაღები ცენტრები გახსნას. კოპენჰაგენში მზად არიან აღნიშნული ცენტრები დანიის ბიუჯეტიდან დააფინანსონ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეთიოპიასთან, ეგვიპტესთან და რუანდასთან.

დანიის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს გაერო-ში აკრიტიკებენ.

დატოვე კომენტარი