დანიის მთავრობა „დიფფეიკების“ წინააღმდეგ საბრძოლველად მოქალაქეების გარეგნობასა და ხმას საავტორო უფლებების კანონს დაუქვემდებარებს
დანიის მთავრობა „დიფფეიკების“ წინააღმდეგ საბრძოლველად მოქალაქეების გარეგნობასა და ხმას საავტორო უფლებების კანონს დაუქვემდებარებს. ეს ევროპაში პირველი ამგვარი კანონი იქნება.
დანიის მთავრობის განცხადებით, ისინი გეგმავენ, გააძლიერონ ადამიანების იდენტობის ციფრული იმიტაციის წინააღმდეგ დაცვა.
კულტურის სამინისტრომ აღნიშნულ საითხზე მრავალპარტიულ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ინიციატივის ფარგლებში ცვლილებები შევა საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობაში.
კანონპროექტით, „დიფფეიკი“ განისაზღვრება როგორც პიროვნების ძალიან რეალისტური ციფრული იმიტაცია, მათ შორის მისი გარეგნობისა და ხმის.
კულტურის მინისტრი მიუღებელს უწოდებს, რომ „ადამიანები შეიძლება, გაატარონ ციფრული კოპირების მანქანაში და გამოიყენონ ყველა სახის მიზნებისთვის“.
„კანონპროექტით, ჩვენ ვთანხმდებით და ვაგზავნით მტკიცე გზავნილს, რომ ყველს აქვს საკუთარი სხეულის, ხმისა და სახის ნაკვეთების უფლება. სამწუხაროდ, ამჟამად მოქმედი კანონი არ იცავს ადამიანებს ხელოვნური ინტელექტისგან“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა, იაკობ ენგელ-შმიდტმა „გარდიანთან“.
დანიის საავტორო უფლებების კანონში ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, დანიის მოქალაქეებს უფლება ექნებათ, ინტერნეტპლატფორმებს მოსთხოვონ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მათი გამოსახულებების წაშლა.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ახალი წესები გავლენას არ იქონიებს პაროდიასა და სატირაზე.