დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გრენლანდიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
დანიაში გრენლანდიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
დემონსტრანტები კოპენჰაგენში, აშშ-ის საელჩოს წინ შეიკრიბნენ და სხვადასხვა ფრაზებს სკანდირებდნენ, მათ შორის: „ხელები შორს გრენლანდიისგან!“
„ჩვენ ვაპროტესტებთ ამერიკულ განცხადებებს და ამბიციას, რომ გრენლანდიის ანექსირება მოხდეს. ჩვენ მოვითხოვთ დანიის სამეფოსა და გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემას. დადასტურებულადდ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შორის ბევრია, ვინც მხარს უჭერს გრენლანდიას“, – განაცხადა ორგანიზაცია „ინუიტის“ თავმჯდომარემ, კამილა სიეზინგმა.