დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა
დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა

დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ გადადგომის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისად, მისი ვაჟი ფრედერიკ X დანიის ახალი მეფე გახდა.

დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა პარლამენტის აივნიდან ფრედერიკ X მეფედ უკვე გამოაცხადა: „გაუმარჯოს მეფე ფრედერიკ მეათეს“, – აღნიშნა მან.

„დედაჩემი, მისი უდიდებულესობა მარგრეტე II მეფობდა 52 წლის განმავლობაში. ჩემი სურვილია, გავხდე ხვალინდელი გამაერთიანებელი მეფე. ეს არის ამოცანა, რომელსაც სიამაყით, პატივისცემით და დიდი სიხარულით ვიღებ“, – აღნიშნა ფრედერიკ X-მ მეფედ გამოცხადებისას.

მარგრეტე II 52 წლის განმავლობაში იყო დანიის დედოფალი. დღეიდან ფრედერიკ X-ის მეუღლე, პრინცესა მერი დანიის დედოფალი-კონსორტი გახდება.