დანიელა გიტმანი - რუმინეთი არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მტკიცე მხარდამჭერი, ეს არის ჩვენი მოვალეობა პარტნიორების წინაშე, რომლებიც დიდი ხანია, ელოდებიან ევროკავშირის წევრობას
დანიელა გიტმანი - რუმინეთი არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მტკიცე მხარდამჭერი, ეს არის ჩვენი მოვალეობა პარტნიორების წინაშე, რომლებიც დიდი ხანია, ელოდებიან ევროკავშირის წევრობას

რუმინეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანის, დანიელა გიტმანის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაზე გაიმართება დისკუსია ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე.

მისივე თქმით, რუმინეთი ევროკავშირის გაფართოების აქტიური მხარდამჭერია.

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან დროული კონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს ღონისძიება გვეხება ჩვენ, იმას, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის პროექცირება გლობალურად, რა არის ჩვენი როლი, როგორია ჩვენი პოლიტიკა ჩვენი მეზობლებისა და პარტნიორების მიმართ. დღეს, როგორც მოსალოდნელია, გვექნება კარგი დისკუსია, როგორ შეიძლება, მოხდეს ევროკავშირის გაფართოება და როგორ შეგვიძლია, მოვემზადოთ ამ გაფართოებისთვის, რადგან არის ორი პროცესი, რომელიც პარალელურად უნდა წარიმართოს. ერთი გულისხმობს საკუთარი გზით სვლას, არა ერთმანეთის შეფერხებით, არამედ ერთმანეთის ურთიერთშევსებით. მე რუმინეთს წარმოვადგენ და როგორც იცით, რუმინეთი არის გაფართოების აქტიური მხადაჭერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი პასუხი უკრაინაში ომზე, მიგრაციულ კრიზისზე და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პასუხი და ჩვენი მოვალეობა პარტნიორების წინაშე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებიან, რომ გახდნენ ევროავშირის წევრები. რუმინეთი არის საქართველოსთვის და ბოსნია-ჰერცეგოვინისთის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ასევე, უკრიანასთან და მოლოდვასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყების მტკიცე მხარდამჭერი.

ჩვენ გვსურს, გავიგოთ ჩვენი პარტნიორებისგან, რა არის მათი მოთხოვნები, მოლოდინები, რა გამოწვევების წინაშე დგანან, რათა ევროკავშირმა ამაზე შესაბამისი რეაგირება შეძლოს. ვფიქრობ, ეს კონფერენცია ეხება იმას, როგორ შეგვიძლია მსოფლიოსთვის ჩვენი სიძლიერის დემონსტრირება, როგორ წარმოვაჩინოთ, რომ ევროკავშირი უფრო შეკრულია, სოლიდარული და ერთიანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინისტრმა ბერბოკმა მოიწვია ჩვენი პარტნიორები, კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნები, რათა გვქონდეს პირდაპირი, ღია დიალოგი ინსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებით გრანადისა და სხვა შეხვედრების შემდგომ. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ჩვენთვის გარკვეულ გადაწყვეტილებებამდე, გარკვეულ ზომებამდე, ინიციატივებამდე მისვლას, ჩვენი სიძლიერის პროექცირებისთვის და კანდიდატი ქვეყნების საჭიროებებზე, გამოწვევებსა და მისწრაფებებზე რეაგირებისთვის“, – განაცხადა რუმინეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანმა.

ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დარჩიაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობასა და ქვეყნის მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.