დანიელ ჰაგარი - ისრაელის სამხედროებმა ღაზა ალყაში მოაქციეს
დანიელ ჰაგარი - ისრაელის სამხედროებმა ღაზა ალყაში მოაქციეს

ისრაელის სამხედროებმა ქალაქი ღაზა ალყაში მოაქციეს, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

ჰაგარის ინფორმაციით, ისრაელის არმიის საინჟინრო კორპუსი ახლა მუშაობს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და სხვა საფრთხეების აღმოსაჩენად და მათ გასანეიტრალებლად, რათა ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება შეძლონ.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედროები ღაზაში ოპერაციებს „აღრმავებენ“.

„ჩვენი ძალები ღაზის ძალიან მნიშვნელოვან რაიონებში იმყოფებიან“, – განაცხადა შტაბის უფროსმა.