დანიელ ჰაგარი - ისრაელი არ გამორიცხავს ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას
ისრაელი არ გამორიცხავს ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.
„არის თუ არა ჯარი მზად? დიახ, ჯარი სრულ მზადყოფნაშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ დასაბრუნებლად მათ სახლში, ჩრდილოეთ საზღვარზე“, – უპასუხა ჰაგარმა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა ისრაელი მზად სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად და რამდენად სწრაფად იმოქმედებდნენ მსგავსი ბრძანების შემთხვევაში.