დანიელ ჰაგარი - ღაზაში მდებარე სკოლაზე თავდასხმა განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზვერვამ დაადასტურა, რომ საკლასო ოთახებში ქალები და ბავშვები არ იყვნენ
ღაზაში მდებარე სკოლაზე თავდასხმა განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზვერვამ დაადასტურა, რომ საკლასო ოთახებში ქალები და ბავშვები არ იყვნენ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„ჩვენ განვახორციელეთ დარტყმა მას შემდეგ, რაც ჩვენმა დაზვერვამ აჩვენა, რომ ამ საკლასო ოთახებში ქალები და ბავშვები არ იყვნენ. მიუხედავად რთული პირობებისა, ჩვენმა საჰაერო ძალებმა გამოიყენეს ზუსტი საბრძოლო მასალები იმ სამ კონკრეტულ საკლასო ოთახზე დასამიზნებლად, რომლებშიც ტერორისტები იმალებოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის სასტიკ ხოცვა-ჟლეტაში. გაერო-ს ობიექტების სისტემატური ბოროტად გამოყენება ომის დანაშაულია და ის მსოფლიომ უნდა შეაჩეროს“, – აღნიშნა ჰაგარიმ.