დანიაში ყურანის დაწვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ერაყის დედაქალაქში, დანიის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა
დანიაში ყურანის დაწვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ერაყის დედაქალაქში, დანიის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

დანიაში ყურანის დაწვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ბაღდადში, დანიის საელჩოს შენობასთან შეიკრიბნენ. ერაყის უსაფრთხოების ძალებმა გადაკეტეს ორი ხიდი, რომელიც მიდის მაღალი უსაფრთხოების მწვანე ზონამდე, სადაც განთავსებულია სამთავრობო დაწესებულებები და უცხოური საელჩოები.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა დაგმო ყურანის დაწვა და რამდენიმე პიროვნების მიერ ჩადენილი „სისულელე“ უწოდა.

მანამდე შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გამო ბაღდადში დემონსტრანტები პროტესტის ნიშნად შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს.