დანიაში ვიზიტისას გამოთქმული მოსაზრებების გამო, ემანუელ მაკრონი კრიტიკის ობიექტი გახდა
დანიაში ვიზიტისას გამოთქმული მოსაზრებების გამო, ემანუელ მაკრონი კრიტიკის ობიექტი გახდა

ლუთერანი დანიელებისგან განსხვავებით, ფრანგი გალები ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა დანიაში ვიზიტისას განაცხადა. ემანუელ მაკრონმა დანიის ეკონომიკური მოდელი შეაქო და აღნიშნა, რომ მოქნილი შრომითი ბაზრისა და კეთილდღეობის სარგებელის ნაზავი წარმატების საფუძველი გახდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კოპენჰაგენში თქვა, რომ ლუთერან დანიელებსა და ფრანგ გალებს შორის კულტურულმა განსხვავებებმა საფრანგეთში მსგავსი სისტემის დანერგვა შეუძლებელი გახადა.

მაკრონი საფრანგეთის შრომითი ბაზრის „ნორდიკული მოდელით“ ჩანაცვლების მომხრეა.

დანიის დედაქალაქში გამოთქმული მოსაზრებების გამო, საფრანგეთის პრეზიდენტი ოპონენტების კრიტიკის ობიექტი გახდა.