დანიაში თურქეთის საელჩოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს
დანიაში თურქეთის საელჩოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მდებარე თურქეთის საელჩოს ორმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, უმნიშვნელოდ დაზიანდა შენობის ექსტერიერი.

შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

დატოვე კომენტარი