დანიაში თამბაქოს ფასი შესაძლოა, 11 ევრომდე გაიზარდოს
დანიაში თამბაქოს ფასი შესაძლოა, 11 ევრომდე გაიზარდოს

დანიაში თამბაქოს ფასი შესაძლოა, გაორმაგდეს და 11 ევრომდე გაიზარდოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინტერესებს წარმოადგენს, მთავრობას თამბაქოზე ფასის 40-დან 80 კრონამდე გაზრდის მოთხოვნით მიმართა, რაც დაახლოებით 11 ევროა.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ითხოვს, რომ მაღაზიებში თამბაქო მომხმარებლისთვის შესამჩნევ ადგილას არ იყოს განთავსებული.

ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად დანიაში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით დაახლოებით 13 600 ადამიანი იღუპება.

კვლევის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დანიაში მწეველი ახალგაზრდების რაოდენობა გაიზარდა და დღესდღეობით, 16-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანების 28 პროცენტი ან ყოველდღიურად ეწევა, ან ხანდახან.