დანიაში შობისა და ახალი წლის პერიოდში მკაცრი კარანტინი დაწესდება
დანიაში შობისა და ახალი წლის პერიოდში მკაცრი კარანტინი დაწესდება

დანიაში შობისა და ახალი წლის პერიოდში მკაცრი კარანტინი დაწესდება. ახალი შეზღუდვების მიზანი „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემცირებაა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი ავრცელებს.

დანიაში სავაჭრო ცენტრები ხვალიდან, ხოლო სხვა დაწესებულებები 25 დეკემბრიდან დაიხურება. მოსწავლეები სკოლაში ორშაბათიდან აღარ ივლიან. დანიის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეები ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისთვის ყველაზე მძიმე იქნება.

„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ზეწოლის ქვეშაა, ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.

დანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 120 ათასს აჭარბებს, მათ შორის „კოვიდ-19“-მა 100-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.