დანიაში სექტემბრამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 500-მდე ადამიანის შეკრება იქნება დასაშვები
დანიაში სექტემბრამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 500-მდე ადამიანის შეკრება იქნება დასაშვები

დანიაში სექტემბრამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ 500-მდე ადამიანის შეკრება იქნება ნებადართული. განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, 10 მაისამდე დანიაში მხოლოდ 10 ადამიანის შეკრებაა დასაშვები.

დანია ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამარტივება დაიწყო.

გასულ კვირაში დაწყებითი სკოლის მოსწავლებიისთვის სასწავლო პროცესი განახლდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დანიაში „კოვიდ-19“-ის 7 515 შემთხვევაა გამოვლენილი,  გარდაიცვალა 364 ადამიანი. ვირუსისგან 4 312 ადამიანი განიკურნა.