დანიაში პალესტინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს
პალესტინის მომხრე აქტივისტებმა კოპენჰაგენში, დანიური გადამზიდი კომპანიის, „მაერსკის“ სათავო ოფისთან ბლოკადა მოაწყვეს და გააპროტესტეს კომპანიის გემებით ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვა. ინფორმაციას ამის შესახებ დანიური მედია ავრცელებს.
კოპენჰაგენის პოლიციამ დანიურ მედიას აცნობა, რომ მათ დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვება უბრძანეს.
თუმცა, როგორც მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს, გამოიყენეს ძაღლებიც. აქციის მონაწილეებმა პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს.
მედიის ცნობით, დაკავებულია 20 აქტივისტი.