დანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები დაწესდა
დანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები დაწესდა

დანიაში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები დაწესდა. დამატებითი ზომების მიზანი კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების პრევენციაა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი შეზღუდვების მიხედვით, ხუთ ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება. ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ორმეტრიანი დისტანციის დაცვის წესი ამოქმედდა. დისტანციის წესის დაცვის მოთხოვნა საცალო მაღაზიებზეც ვრცელდება.

დანიაში მკაცრი კარანტინი დეკემბერში დაწესდა, რომლის ფარგლებში ბარები, რესტორნები და სხვა, არაპირველადი საჭიროების მაღაზიები დახურული იყო.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის თქმით, კორონავირუსის ახალი სახეობა უკვე ისეა გავრცელებული, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია. თუმცა, მისი განცხადებით, დროის გაჭიანურება და ამ დროში მეტი ადამიანის ვაქცინაციაა შესაძლებელი.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვის შუარიცხვებისთვის დანიაში ვირუსის ახალი სახეობა უპირატესი იქნება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დანიაში კორონავირუსი 173 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, პანდემიამ 1 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.