დანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

10:47, 27.02.2020

დანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულია მამაკაცი, რომელიც იტალიის ერთ-ერთი სამთო კურორტზე იმყოფებოდა.

ტესტი ჩაუტარდათ დაინფიცირებულის მეუღლესა და შვილებს. ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ისინი ამ ეტაპზე საკუთარ სახლში, იზოლაციაში არიან.

მსგავსი