დანიაში კორონავირუსის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და უნივერსიტეტები დახურეს
დანიაში კორონავირუსის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და უნივერსიტეტები დახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საგანგებო ზომები სკოლებსა და უნივერსიტეტებთან ერთად, შეეხება საჯარო სექტორსაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საჯარო სექტორში მომუშავე პირებს გარკვეული პერიოდით სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
ცვლილებები არ შეეხება მხოლოდ საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლებს.
ამასთან ერთად, გადაიდება ყველა ის ღონისძიება, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი უნდა დაესწროს. აქამდე აღნიშნული აკრძალვა 1000 ადამიანზე ვრცელდებოდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დანიაში კორონავირუსის 516 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.