დანიაში ხის ცათამბჯენი აშენდა

13:56, 05.05.2018

დანიაში გიზელფელდ კლოსტერის ტყეში აშენებულ ხის ცათამბჯენზე პირველი ტურისტები უკვე მიიღეს.

სპირალის ფორმის ხის კონსტრუქცია ტყის შუაგულში დგას. კონსტრუქციაზე მოხვედრა ხის მასალისგან გაკეთებული, სიგრძეში 900-მეტრიანი ხიდის საშუალებით არის შესაძლებელი.

ცათამბჯენის სიმაღლე 45 მეტრია.

ხის ცათამბჯენი, რომელიც EFFEKT Architects-მა ააშენა, დროებით დაიკეტება და საბოლოოდ 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნება.

გიზელფელდ კლოსტერის ტყე კოპენჰაგენის სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

მსგავსი