დანიაში ციფრული „კორონა-პასპორტის“ გამოყენება დაიწყეს
დანიაში ციფრული „კორონა-პასპორტის“ გამოყენება დაიწყეს

დანიაში ფუნქციონირება დაიწყო „კორონაპას“ (Coronapas) აპლიკაციამ, რომელიც „კოვიდ-19“-ის სერთიფიკატს წარმოადგენს.

ციფრული სერთიფიკატი იმოქმედებს როგორც დანიის მთელ ტერიტორიაზე, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისას.

„კორონაპას“ სერტიფიკატის მოქმედებისთვის საჭიროა პიროვნების სრული ვაქცინაცია, ან მინიმუმ ორი კვირით ადრე აცრის პირველი დოზის გაკეთება, ან ბოლო 72 საათში კორონავირუსის ნეგატიური ტესტის პასუხი.