დანიამ ევროს ისტორია გადაწერა - ეს პირველი გუნდია, რომელიც პლეი-ოფში ორი მარცხის შემდეგ გავიდა #1TVSPORT
დანია გახდა პირველი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ჯგუფური ეტაპის პირველ ორ შეხვედრაში წაგების მიუხედავად, ტურნირის პლეი ოფში გადაინაცვლა. ეს პირველი გუნდია, რომელიც პლეი-ოფში ორი მარცხის შემდეგ გავიდა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში კოპენჰაგენის „პარკენ არენაზე“ დანიის ეროვნულმა გუნდმა რუსეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.
ამრიგად, ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, ბელგიის ნაკრებმა ცხრა ქულით B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. დანიას, ფინეთსა და რუსეთს თითო-თითო ქულა მოუგროვდათ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, დანიელები მეორე ადგილზე არიან, ფინელები მესამეზე, რუსები კი ბოლო – მეოთხეზე.
რუსეთის ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატებზე გამოსვლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ევრო 2020-ის ჯგუფში რუსეთმა 7 გოლი გაუშვა. მეტი მხოლოდ 1996 წელს გაუშვა. მაშინ მათ კარს დღევანდელი მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი იცავდა – მან ორი მატჩი ითამაშა.
სტანისლავ ჩერჩესოვმა ანტიორეკორდი დაამყარა. რუსეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის როლში მან გუნდს 57-ე მატჩში უხელმძღვანელა და მე-20 მარცხი განიცადა. მეტჯერ მათი ნაკრების არცერთი მწვრთნელი არ დამარცხებულა. გუს ჰიდინკმა 10 მარცხი (39 მატჩი), ოლეგ რომანცევმა – 10 (60), ანატოლი ბიშოვეცმა – 6 (6), ლეონიდ სლუცკიმ 5 (13), ხოლო ფაბიო კაპელომ – 5 (33).