დანიამ და ნიდერლანდებმა რუსული ბომბდამშენების საზღვართან მიახლოების გამო, ავიაგამანდგურებლები გაგზავნეს
დანიამ და ნიდერლანდებმა რუსული ბომბდამშენების საზღვართან მიახლოების გამო, ავიაგამანდგურებლები გაუშვეს.
დანიის და ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე მოხდა.
დანიის თავდაცვის უწყების ცნობით, ორი რუსული თვითმფრინავის იდენტიფიცირება საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ჩრდილოეთ ზღვის თავზე მოხდა, თუმცა მათ დანიის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.
ნიდერლანდების არმიამ საერთაშორისო საჰარეო სივრცეში ორი ავიაგამანდგურებელი გაგზავნა.
F-16 kampfly fra @forsvaretdk var til morgen oppe for at identificere to russiske fly i internationalt luftrum over Nordsøen. De russiske fly var på ikke noget tidspunkt inde i dansk luftrum. #dkforsvar #værdatkæmpefor https://t.co/H3bPkp7azg
— Forsvaret (@forsvaretdk) August 14, 2023