დანია უკრაინას 336.6 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
დანია უკრაინას 336.6 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

დანია უკრაინას 336.6 მილიონი დოლარის (2,3 მილიარდი კრონის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

პაკეტი მოიცავს უკრაინისთვის CAESAR-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების და საბრძოლო აღჭურვილობის გადაცემას.

როგორც მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა, დახმარების ამ პაკეტით დანია აჩვენებს კიევს და ევროპელ მოკავშირეებს, რომ აქვს ნება და შესაძლებლობა, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მაგალითს მეტი ქვეყანა მიბაძავს.

დანია უკრაინის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია. ეს უკრაინისთვის დანიის სამხედრო დახმარების მე-16 პაკეტია.