დანია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ განცხადება დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა გააკეთა. მისივე თქმით, უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ დაასაბუთებენ, რომ ისინი დანიაში მნიშვნელოვანი მიზნით ჩავიდნენ, ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ შევლენ.
ამასთან, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, საზღვარგარეთ გამგზავრებაზე უარი თქვან.
დანიის პრემიერ-მინისტრის ბრძანება 14 მარტს, დილით ამოქმედდება.
დანიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა დღეს 801-ს აღწევს.