დანია საქართველოში საელჩოს გახსნის
დანია საქართველოში საელჩოს გახსნის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს იეპე კოფოდის შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დანიის სამეფომ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს დანიასა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას, რამაც ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა.

„ამ მხრივ ხაზი გაესვა ურთიერთვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღინიშნა მიმდინარე წლის მარტში საქართველოში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. ხაზი გაესვა საქართველოს და ზოგადად, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის მხრიდან გამოჩენილ მზარდ ინტერესს და მხარდაჭერას, რაც სათანადოდ არის ასახული დანიის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურ კავშირებზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.