დანია სანტა კლაუსების კონგრესს მასპინძლობს [ვიდეო]

დანია სანტა კლაუსების კონგრესს მასპინძლობს. ევროპულ ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული 150 სანტა კლაუსი იღებს. რიგით 62-ე კონგრესი დედაქალაქ კოპენჰაგენის შემოგარენში, ბაკენის უძველეს გასართობ პარკში მიმდინარეობს.

რამდენიმედღიანი ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე იმართება წვეულებები, პერფორმანსები და სხვადასხვა კონკურსი.

საერთაშორისო სახალისო ღონისძიება პირველად 1957 წელს გაიმართა. მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სანტა-კლაუსები ერთმანეთს ზაფხულში ყოველწლიურად ხვდებიან.

დატოვე კომენტარი