დანია მუნდიალის 30-ე ფინალისტია
დანია მუნდიალის 30-ე ფინალისტია

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის 30-ე ფინალისტი დანიის ნაკრები გახდა. ევროპის ზონის პლეი ოფის განმეორებით მატჩში დანიელებმა სტუმრად, დუბლინში გაანადგურეს ირლანდიის ნაკრები – 5:1.

მართალია, პირველი გოლი ირლანდიელმა დაფიმ მე-6 წუთზე გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა, ამის შემდეგ დანიამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. პირველ ტაიმში ანდრეას კრისტენსენმა და კრისტიან ერიქსენმა დანია წინ გაიყვანეს, მეორე ტაიმში კი ერიქსენი ჰეთ-თრიკამდე ავიდა, ხოლო ბოლო გოლი ირლანდიელების კარში ნიკლას ბენდტნერმა პენალტით შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი დანიაში 0:0 დასრულდა. დანიის ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთედ ითამაშებს (1986, 1998, 2002, 2010).

მაშ ასე, 32 ფინალისტიდან 30 ცნობილია:
1. რუსეთი
2. ბელგია
3. ირანი
4. იაპონია
5. მექსიკა
6. ბრაზილია
7. სამხრეთ კორეა
8. საუდის არაბეთი
9. გერმანია
10. ინგლისი
11. ესპანეთი
12. კოსტა რიკა
13. ნიგერია
14. პოლონეთი
15. ეგვიპტე
16. სერბეთი
17. ისლანდია
18. საფრანგეთი
19. პორტუგალია
20. ურუგვაი
21. არგენტინა
22. კოლუმბია
23. პანამა
24. სენეგალი
25. მაროკო
26. ტუნისი
27. შვეიცარია
28. ხორვატია
29. შვედეთი
30. დანია