დანია ევროკავშირის ერთობლივ თავდაცვის პოლიტიკას შეუერთდება
დანია ევროკავშირის ერთობლივ თავდაცვის პოლიტიკას შეუერთდება

დანია ევროკავშირის ერთობლივ თავდაცვის პოლიტიკას შეუერთდება. მედიის ცნობით, ქვეყნის მოქალაქეებმა ხმათა 66.9 პროცენტით მხარი დაუჭირეს 30-წლიანი უარის გაუქმების გადაწყვეტილებას.

ამ დრომდე დანია ევროკავშირის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც გაერთიანების თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში მონაწილეობას არ იღებდა.

ისტორიული კენჭისყრის შედეგად, ქვეყანა შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის სამხედრო ოპერაციებში, დანიის წარმომადგენლებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თავდაცვითი საკითხების განხილვას.

„დანიამ ძალიან დამაჯერებლად დაუჭირა მხარი. შესაძლოა, ჯერ სრულად არ არის დათვლილი ყველა ბიულეტენი, თუმცა ეს ყველაზე მტკიცე რეზულტატია დანიაში ევროკავშირის საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა.