დანია და შვედეთი უკრაინას 240 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემენ
დანია და შვედეთი უკრაინას 240 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემენ

დანიამ და შვედეთმა უკრაინისთვის ერთობლივი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადეს, რომელიც 240 მილიონი ევროს ღირებულებისაა და მოიცავს ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს, ინფორმაცია დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პულსენმა და მისმა შვედმა კოლეგამ, პოლ იონსონმა გაავრცელეს.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დაახლოებით 20 შვედური წარმოების ქვეით საბრძოლო მანქანას, ჯავშანტექნიკასა და შვედურ CV90 ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს. პაკეტში ასევე შედის სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალა.

მანამდე, შვედეთმა გამოაცხადა უკრაინისთვის 120 მილიონი ევროს ღირებულების არასამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ზამთრის პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის დასახმარებლად არის გამოყოფილი.