დანია ჩრდილოეთ ევროპის მესამე ქვეყანაა, რომელმაც მიმდინარე წელს მემარცხენე მთავრობის ფორმირება მოახდინა
დანია ჩრდილოეთ ევროპის მესამე ქვეყანაა, რომელმაც მიმდინარე წელს მემარცხენე მთავრობის ფორმირება მოახდინა

დანია ჩრდილოეთ ევროპის მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც მიმდინარე წელს მემარცხენე მთავრობის ფორმირება მოახდინა.

სოციალ-დემოკრატების ლიდერი, 41 წლის მეთე ფრედერიკსენი, დანიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა. „ევრონიუსი“ წერს, რომ სავარაუდოდ, ახალი მთავრობა დანიის ეკონომიკურ პოლიტიკას ფუნდამენტურად არ შეცვლის, თუმცა ფრედერიკსენმა პირობა დადო, რომ წლების განმავლობაში არსებული მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის შემდეგ, ქვეყანაში სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები გაიზრდება.

მემარცხენე პარტიების ბლოკმა, რომელსაც ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატიული პარტია ხელმძღვანელობს, არჩევნებში გამარჯვება ხუთ ივნისს მოიპოვა, რის გამოც მემარჯვენე-ცენტრისტმა, ლარს ლოკე რასმუსენმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მემარჯვენე ნაციონალისტებმა 2015 წელთან შედარებით ხმების ნახევარი დაკარგეს.

​მიმდინარე წელს, სოციალ-დემოკრატიული პარტიების მიერ მთავრობის ფორმირება ფინეთში და შვედეთში მოხდა.