დანია აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო წევრმა ქვეყანამ უკვე მოხსნა ვეტო სანქციების მე-19 პაკეტზე.
ახლა სანქციების საბოლოოდ დამტკიცებისთვის ოფიციალური პროცედურები დაიწყო.
„არცერთი ქვეყანა თუ აღარ გამოთქვამს წინააღმდეგობას, პაკეტი ხვალ, დილის 08:00 საათისთვის საბოლოოდ დამტკიცდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.