მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა დანიელ კარვახალმა ლა ლიგას მეცხრე ტურში „ვილიარეალის“ წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და მინდორი საკაცის მეშვეობით დატოვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კარვახალს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი.
„ჯვარედინი მყესების სერიოზული ტრავმა. საჭიროა ოპერაცია და მინდვრის მიღმა რამდენიმე თვე ყოფნა. უკვე მოუთმენლად ველოდები აღდგენითი პროცესის დასაწყისს და მწყობრში დაბრუნებას.
ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის. ვგრძნობ, რომ ხალხს ძალიან ვუყვარვარ“, – დაწერა დანი კარვახალმა სოციალურ ქსელში.