დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული გ.ჯ. დაიკითხება

10:35, 09.08.2018

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ერთი მსჯავრდებული გ.ჯ. დაიკითხება.

როგორ პროკურორმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, დღეს მეორე მსჯავრდებული გ.ბ.-ც უნდა დაკითხულიყო, თუმცა ეს ვერ ხერხდება.

„დღეს ჩვენი სურვილი იყო დაკითხულიყო, როგორც გ.ჯ, ასევე გ.ბ, თუმცა გ.ბ-ს ჰქონდა გარკვეული პრობლემები, მისი ოჯახი არ იმყოფებოდა თბილისში და ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას. შესაბამისად, კანონიერი წარმომადგენელი დაკითხვას ვერ დაესწრებოდა, რაც სავალდებულოა. ამიტომაც მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება გ.ჯ-ს, ის უნდა დაიკითხოს, ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ვინაიდან სწორედ მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ედავება სახელმწიფო ბრალდება ამ საქმეზე ბრალდებულებს“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, მასთან იქნება კითხვები იმის შესახებ, თუ რა იცის, სად იმყოფებოდა, იყვნენ თუ არა დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულები მასთან ერთად და ა.შ.

პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

მსგავსი