დანა ვაიტი მაიკ ტაისონთან შეხვედრას როი ჯონსთან ბრძოლამდე გეგმავს
დანა ვაიტი მაიკ ტაისონთან შეხვედრას როი ჯონსთან ბრძოლამდე გეგმავს

კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონი რინგს უბრუნდება. 54 წლის ტაისონი სექტემბერში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ როი ჯონს ჯუნიორს დაუპირისპირდება. „რკინის მაიკი“ ამჟამად მოსამზადებელ ეტაპს გადის. ტაისონის მონახულება უახლოეს მომავალში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა, დანა ვაიტმა გადაწყვიტა.

„დიდი ალბათობით მომავალ კვირას მაიკს მოვინახულებ. მოუთმენლად ველოდები ტაისონის ბრძოლას. მან მითხრა, რომ მშვენიერ ფორმაშია. როგორც ვხედავ ჯონსიც კარგ ფორმაშია. აქედან გამომდინარე ამ ბრძოლის მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს“, – განაცხადა ვაიტმა.

54 წლის მაიკ ტაისონი და 51 წლის როი ჯონსი ერთმანეთს საგამოფენო ბრძოლაში (რვა რაუნდი) დაუპირისპირდებიან.