დან-აქსელ ზაგადუ წელს მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს
დან-აქსელ ზაგადუ წელს მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველი დან-აქსელ ზაგადუ სეზონის ბოლომდე მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირკვევა, 20 წლის ფრანგმა მარცხენა მუხლი დაიზიანა და ეს ჯერ კიდევ აპრილში, ერთ-ერთ ვარჯიშზე მოხდა.

„სამწუხაროდ, ამ სეზონში ზაგადუ მოედანზე ვერ გავა“, – მოჰყავს ფავრის სიტყვები „სპორტბაზერს“ (Sportbuzzer).

ზაგადუ „ბორუსიაში“ 2017 წელს პარი „სენ-ჟერმენიდან“ გადავიდა, სადაც მეორე გუნდში გამოდიოდა. მიმდინარე სეზონში მან გერმანულ კლუბში 13 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა ოთხი მატჩი და ერთი გოლი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში.

შეგახსენებთ, რომ 26-ე ტურის მატჩში „ბორუსია“ თავის ყველაზე პორინციპულ მეტოქეს, გელზენკირხენის „შალკე 04“-ს შეხვდა და 4-0 დაამარცხა.