„ბორუსიას“ რურის დერბიში ორი ფეხბურთელი დააკლდება
„ბორუსიას“ რურის დერბიში ორი ფეხბურთელი დააკლდება

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველებმა აქსელ ვიტსელმა და ემრე ჯანმა ვარჯიშისას ტრავმები მიიღეს და „შალკეს“ წინააღმდეგ 16 მაისს გასამართ მატჩს, დიდი ალბათობით, გამოტოვებენ. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშაა მარკო როისისა და დან-აქსელ ზაგადუს თამაშიც.

გერმანიის ჩემპიონატი 16 მაისს განახლდება, ხოლო მისი დასრულება 30 ივნისს არის დაგეგმილი. ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნების თანხლებით გაიმართება.

ბუნდესლიგას ამჟამად მიუნხენის „ბაიერნი“ ლიდერობს, რომელსაც 25 მატჩიდან 55 ქულა აქვს. გარდა ამისა, ლიდერებს შორის არიან დორტმუნდის „ბორუსია“, „ლაიპციგი“ მიონხენგლადბახის „ბორუსია“ და ლევერკუზენის „ბაიერი“.