„მანჩესტერ სიტის“ ტურამის აყვანა სურს
„მანჩესტერ სიტის“ ტურამის აყვანა სურს

„მანჩესტერ სიტიმ“ ყურადღება მიაპყრო მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ფორვარდს მარკუს ტურამს. კლუბებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები სავარაუდო ტრანსფერის შესახებ.

ვარაუდობენ, რომ გარიგება მომავალი წლის ზაფხულში შეგდება. თავის დროზე, ფრანგი ფეხბურთელი გერმანულ კლუბს 12 მილიონი ევრო დაუჯდა.

მიმდინარე სეზონში ტურამმა ბუნდესლიგაში ცხრა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.