დამწვრობის ცენტრს დეკემბრის თვეში პიროტექნიკით დაშავებულმა 40-მა პაციენტმა მიმართა
დამწვრობის ცენტრს დეკემბრის თვეში პიროტექნიკით დაშავებულმა 40-მა პაციენტმა მიმართა

დამწვრობის ცენტრს დეკემბრის თვეში პიროტექნიკით დაშავებულმა 40-მა პაციენტმა მიმართა, – ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ყველა შემთხვევა იყო მსუბუქი და კლინიკაში სამკურნალოდ არავინ დაუტოვებიათ.

„დეკემბრის განმავლობაში ასაფეთქებელთან დაკავშირებით, სულ შემოვიდა 40 პაციენტი. საბედნიეროდ, 40- ივე ამბულატორიული შემთხვევა იყო. წინა წლების გამოცდილებით, ძირითადი მოდინება 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს არის”,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

დატოვე კომენტარი