დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობენ
დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობენ

დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობენ. ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის, შალვა ცხაკაიას განცხადებით, ყველაზე პრობლემატური საკითხი სამუშაო საათების შეზღუდვას უკავშირდება.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ კომპანიებს გავაცნოთ შემოთავაზებული ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში და მათგან მოვისმინოთ ის კონკრეტული მაგალითები, რა შემთხვევაშიც მათ შეექმნებათ პრობლემები კონკრეტული კანონპროექტის იმპლემენტაციისას. განსაკუთრებით ველოსებით მწვავე დისკუსიას სამუშაო დროსთან დაკავშირებით, რაზეც ძალიან ბევრი პრეტენზია გამოითქვა. მოგეხსენებათ შემოთავაზებული პროექტით 48 საათით იზღუდება ზოგადად სამუშაო დრო, რომელშიც შედის 40-საათიანი ნორმირებული სამუშაო დრო და 8-საათიანი ზეგანაკვეთური სამუშაო დრო კვირაში. ვფიქრობთ, რომ ამ შეზღუდვის გავრცელება ყველა სექტორზე ნაადრევია ქართული ბიზნესისთვის და შეიძლება შექმნას არა მხოლოდ დამსაქმებლებისთვის, არამედ თავად დასაქმებულებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ 48 საათზე მეტი იმუშავონ და ასეთი ბევრია დღეს საქართველოში”, – აცხადებს ცხაკაია.

დამსაქმებელთა ასოციაციაში პრობლემატურ საკითხებს შორის კანონპროექტში მინიმალური ხელფასის განსაზღვრას და სტაჟირების საკითხსაც ასახელებენ.

სტაჟირებასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება, რაც ვფიქრობ საკმაოდ მძიმედ დააწვებათ თვითონ იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვთ სტაჟირების მეშვეობით მიიღონ ცოდნა და უნარები, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა არ იძლევა”, – აღნიშნა ცხაკაიამ.