დამსაქმებელი კომპანიების მიერ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ განაცხადების წარდგენა პირველი ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი
დამსაქმებელი კომპანიების მიერ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ განაცხადების წარდგენა პირველი ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი

დამსაქმებელი კომპანიების მიერ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ განაცხადების წარდგენა პირველი ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა 30 მაისი, ემთხვევა არასამუშაო დღეს, ეს ვადა გახანგრძლივდა და აღნიშნული განცხადების წარდგენა შესაძლებელია პირველი ივნისის ჩათვლით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით,  ინფორმაცია ზემოაღნიშნული ვადის გაგრძელების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ 46 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს უკვე გაეგზავნა.