დამსახურებული ვეტერანებისთვის სამწვრთნელო კურსები გაიმართა #1TVSPORT
დამსახურებული ვეტერანებისთვის სამწვრთნელო კურსები გაიმართა #1TVSPORT

საქართველოში დამსახურებული ვეტერანებისთვის უეფა-ს სამწვრთნელო კურსი გაიმართა. სწავლებაზე ის ფეხბურთელები დაუშვეს, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდმენ, მაგალითად, მინიმუმ 200-ზე მეტი თამაში ჩაატარეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ან უეფა-ს წევრი სხვა ასოციაციის რანგით უმაღლეს ლიგაში (ან მინიმუმ ათჯერ ითამაშეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში).

B ლიცენზიის აღნიშნული კურსი უეფა-ს მწვრთნელთა კონვენციის შესაბამისად, უეფა-ს ტექნიკური განვითარების განყოფილებასთან წინასწარი შეთანხმებით ჩატარდა. მისი თავისებურება ისაა, რომ B ლიცენზიის კურსის პროგრამასთან ერთად, C ლიცენზიის კურსსაც მოიცავდა.

კურსი საქართველოში პირველად იმართება და განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვისაა, რომლებსაც B ლიცენზიის მიღების საშუალება C ლიცენზიის გარეშე მიეცემათ. შესაბამისად, მონაწილეები უეფა-ს მწვრთნელთა კონვენციით დადგენილი სპეციალური წესით შეარჩიეს.

ამავე დროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დეპარტამენტმა რეგიონებში C ლიცენზიის კურსის ჩატარება გადაწყვიტა. სფფ-ის ცნობით, პირველი ეტაპის მონაწილეებისთვის განაცხადების მიღება გამოცხადდა აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმში. კურსის გავლის მსურველი კანდიდატი შესაბამის რეგიონულ ფედერაციაში გაივლის რეგისტრაციას, რომელიც 2 ივნისამდე გაგრძელდება, ხოლო სწავლება ივლისში გაიმართება.