დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ფოთის ქუჩები სახელმწიფო დროშებითა და თემატური აპლიკაციებით გაფორმდა [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ფოთის ქუჩები სახელმწიფო დროშებითა და თემატური აპლიკაციებით გაფორმდა [ფოტო]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ფოთის ქუჩები სახელმწიფო დროშებითა და თემატური აპლიკაციებით არის გაფორმებული. დღის განმავლობაში იგეგმება არაერთი ღონისძიება.

ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. მიმდინარეობს საბავშვო გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრში – ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენება, გარემოს დაცვის თემატიკით კოსტიუმირებული მსვლელობა, ასევე დაცული ტერიტორიების ვირტუალური დათვალიერება.

მსურველებს საშუალება აქვთ ,სპეციალური სათვალეებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებში იმოგზაურონ.

ფოთის კულტურისა და დასვენების პარკში გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები.

„ჩვენი ქალაქი უერთდება იმ საზეიმო განწყობას, რაც მთლიანად ქვეყანაში სუფევს. მართლაც რომ ღირსეულად აღინიშნება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი. სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დღეს. მეც, როგორც თითოეული ქართველი, ვისურვებ ჩემი ქვეყნის გამთლიანებას და სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობის განმტკიცებას, წინსვლას და უკეთეს ხვალინდელ დღეს.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და უშუალოდ მინისტრს, მათ არაერთი საინტერესო აქტივობა აჩუქეს ჩვენს ქალაქს და გაგვილამაზეს ეს დღე.

მოვუწოდებ ყველა თანაქალაქელს, გამოვიდეს ცენტრალურ მოედანზე, რათა ყველამ ერთად ვიზეიმოთ ეს დიდებული დღე,“- განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოთში გალა-კონცერტით დასრულდება.