დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვარდების გამოფენას უმასპინძლებს
დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვარდების გამოფენას უმასპინძლებს

დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი სპეციალური პროგრამით აღნიშნავს. 26 მაისს ბაღი ვარდების გამოფენას უმასპინძლებს.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს 17 ჯიშის 145 სხვადასხვა სახეობა – ჩაის ჰიბრიდები, პოლიანტები, მინიატურული, ხვიარა და ფლორიბუნდას ტიპის ვარდები. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, ადგილზე შეიძინონ სასურველი ნერგები.

ანალოგიურ გამოფენებს ბათუმის ბაღი წელიწადში რამდენჯერმე აწყობს, სხვადასხვა სეზონზე ეწყობა ბამბუკების, გირჩების, იშვიათი და ძვირფასი და იშვიათი ჯიშის მცენარეების გამოფენები.

26 მაისს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება.