იუსტიციის უნაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტურია
იუსტიციის უნაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტურია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ქეთევან ცინცაძის დამტკიცების შემდეგ, იუსტიციის უნაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტურია.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის ფარგლებში შეიქმნა და ქეთევან ცინცაძე არის პირველი, ვინც ეს პოსტი დაიკავა.

მისი ფუნქცია, მოსამართლეთა შესახებ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისას პირველადი მოკვლევის ჩატარებაა. სწორედ დამოუკიდებელი ინსპექტორი იღებს გადაწყვეტილებას, უნდა გადაეცეს თუ არა საჩივარი, საბჭოს განსახილველად.

ქეთევან ცინცაძე აღნიშნულ პოსტს 2017 წლის 20 ნოემბრიდან იკავებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე გეგმავს, რომ ახალი ინსპექტორის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადოს.