დამოუკიდებელი ინსპექტორის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში, დისციპლინური პასუხისმგებლობა 20-მდე მოსამართლეს დაეკისრა 
დამოუკიდებელი ინსპექტორის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში, დისციპლინური პასუხისმგებლობა 20-მდე მოსამართლეს დაეკისრა 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის, ქეთევან ცინცაძის განმარტებით, ერთი წლის მონაცემებით, დისციპლინური გადაცდომის შესახებ განხილული 200-მდე განცხადებიდან, დაახლოებით 20-მდე მოსამართლის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა.

ქეთევან ცინცაძე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის გვარი განცხადებებში არ ფიგურირებს.

“ევროსაბჭოს დაფინანსებით მიმდინარეობს ვებგვერდზე მუშაობა, რომლის პრეზენტაციაც მაისის ბოლოს არს დაგეგმილი და უფრო დეტალური ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება”, – განაცხადა ქეთევან ცინცაძემ.