დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დუისში, მაჩალიკაშვილების ოჯახში იმყოფება
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დუისში, მაჩალიკაშვილების ოჯახში იმყოფება

მაია ნიკოლეიშვილი  სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში იმყოფება. ის იმ ოთახს ათვალიერებს, სადაც 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა.

დამოუკიდებელი ექსპერტი გამოძიებაში ოჯახის თხოვნით ჩაერთო.

“შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად ჩამოვედი. შემთხვევის ადგილის ნახვა მოგვცემს წარმოდგენას, რა პოზაში იყო თემირლანი, როცა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. უნდა დათვალიერდეს არის თუ არა ოთახი სახეშეცვლილი”, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის საავადმყოფოს შემდეგ, მაჩალიკაშვილის სამედიცინო ისტორია მან თელავის რეფერალური საავადმყოფოდანაც მოითხოვა.

 

დატოვე კომენტარი