დამოუკიდებელი დეპუტატები ფრაქციას ქმნიან
დამოუკიდებელი დეპუტატები ფრაქციას ქმნიან

დამოუკიდებელი დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან დეპუტატები ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე.

რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო. ვინ იქნება ფრაქციის თავმჯდომარე, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.