დამოუკიდებელი დეპუტატების ახალი ფრაქციის შექმნაზე ეკა ბესელიასთან კონსულტაციები არ გამართულა
დამოუკიდებელი დეპუტატების ახალი ფრაქციის შექმნაზე ეკა ბესელიასთან კონსულტაციები არ გამართულა

ახალი საპარლამენტო ფრაქციის შექმნის მიზნით, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასთან კონსულტაციები არ გამართულა. კითხვაზე, გაიმართა თუ არა კონსულტაციები ეკა ბესელიასთან, დეპუტატი გედევან ფოფხაძე პასუხობს, რომ კონსულტაციები ვისთანაც იყო, ფრაქციის შექმნის თაობაზე განცხადების შეტანა იმათი რესურსით განხორციელდა.

კითხვაზე, გაიმართა თუ არა კონსულტაციები ეკა ბესელიასთან, დეპუტატი გედევან ფოფხაძე პასუხობს, რომ კონსულტაციები ვისთანაც იყო, ფრაქციის შექმნის თაობაზე განცხადების წარდგენა მათი რესურსით განხორციელდა.

„ყველა დამოუკიდებელ დეპუტატთან იქნება კონსულტაცია. ფართომასშტაბიანი კონსულტაციები იმ მიზეზით არ გაგვიმართავს, რომ არ გვინდოდა, ამ პროცესზე აჟიოტაჟი შეგვექმნა. კონსულტაციები ვისთანაც იყო, იმათი რესურსით განხორციელდა განცხადების შეტანა. ზოგადად, კონსულტაციების გამართვას ყველა დამოუკიდებელ დეპუტატთან ვაპირებთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

პარლამენტში ახალ ფრაქციას დამოუკიდებელი დეპუტატები ქმნიან, რომელთა შორის არიან ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე. ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება.