დამკვირვებლები რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევებს აფიქსირებენ
დამკვირვებლები რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევებს აფიქსირებენ

უფლებადამცველები მოქალაქეების საარჩევნო უბნებზე ავტობუსებით მიყვანაზე, უკანონო აგიტაციაზე, დამკვირვებლებისთვის უბნებზე შესვლის აკრძალვასა და ამომრჩეველთა აქტივობის ხელოვნურად გაზრდაზე საუბრობენ.

მასობრივი დარღვევების შესახებ ინფორმაციას რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები და მის მიერ დაფუძნებული სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანამშრომლები ავრცელებენ. ამის დამადასტურებლად მათ გაასაჯაროეს რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ მიჰყავთ “როსგვარდიის” სამხედრო მოსამსახურეები საარჩევნო უბნებზე ავტობუსებით.

გამოვლენილ დარღვევების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „გოლოსის“ წარმომადგენლებიც.

მათი თქმით, ზოგიერთ უბანზე ოპოზიციონერი კანდიდატების შტაბის წევრ დამკვირვებლებს ხმის მიცემის პროცედურის მონიტორინგის საშუალება არ მისცეს.

რამდენიმე მსხვილი საწარმოს თანამშრომელთა უბნებზე ავტობუსებით მიყვანის შემთხვევები დააფიქსირეს მეთვალყურეებმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმშიც.