დამკვირვებელი ხუან ეფრაინ როჩა - ხმის მიცემა ხდება ორგანიზებულად, არ მინახავს ინციდენტი, ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია ამომრჩეველში, თუმცა ფარულობა გარანტირებულია
დამკვირვებელი ხუან ეფრაინ როჩა - ხმის მიცემა ხდება ორგანიზებულად, არ მინახავს ინციდენტი, ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია ამომრჩეველში, თუმცა ფარულობა გარანტირებულია

ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია ამომრჩეველში, თუმცა ფარულობა გარანტირებულია, – ამის შესახებ უნგრეთიდან საერთაშორისო დამკვირვებელმა, ხუან ეფრაინ როჩამ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

მისივე თქმით, ხმის მიცემა ორგანიზებულად ხდება და არჩევნებით კმაყოფილია.

„ჩვენ დილით თბილისში ვიმყოფებოდით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც დაახლოებით ნახევარი საათი დავყავით. გვინდოდა,  გვენახა, როგორ აძლევს მოსახლეობა ხმას და ათავსებს ბიულეტენებს. ჩემი დაკვირვებით აქაც ისევეა, როგორც თბილისში. ხმის მიცემა ორგანიზებულად ხდება. არ მინახავს ინციდენტი. დამკვირვებლები, რომლებიც მონიტორინგისთვის არიან არჩევნებზე ყველგან დაუშვეს, ყველაფერი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს. ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია ამომრჩეველში, თუმცა ფარულობა გარანტირებულია. შესაძლოა, მომავალში ამომრჩევლებისთვის უფრო ნაცნობი იქნება ეს სისტემა, რადგან მისი დადებითი მხარე ის არის, რომ ხმების უფრო ზუსტი დათვლა ხდება და შესაძლებელია ხელახალი გადათვლა. ასე რომ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ არჩევნებით“, – განაცხადა ხუან ეფრაინ როჩამ.